ადმინისტრაციული ასისტენტი
Job description
ადმინისტრაციული ასისტენტი კომპანია: "აგრო ფორსი" (შპს "ბორან ჯგუფის" შვილობილი კომპანია) ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 08:30 - 17:30) ანაზღაურება: 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით) კომპანიის შესახებ: გსურთ იმუშაოთ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს და ეხმარება ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში — გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით? თუ ასეა, თქვენ შეიძლება იდეალურად მოერგოთ ჩვენს გუნდს! "აგრო ფორსი" არის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების კომპანია, რომელიც საქართველოში ახორციელებს მაღალხარისხიანი პესტიციდებისა და სასუქების რეალიზაციას. მომხმარებლებს პროდუქციასა და სერვისებს ვაწვდით როგორც ვებგვერდის, ონლაინ მაღაზიისა და სოციალური ქსელების, ისე პირდაპირი კომუნიკაციის არხებით. ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ კადრს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის ეტიკეტირებისა და მარკირების პროცესის ადმინისტრირება: ** შესყიდვების დეპარტამენტთან/მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტირებული პროდუქციის საკონტროლო მონაცემების გამოთხოვისა და გადამოწმების მიზნით; ** დიზაინერების გუნდის კოორდინაცია და ეტიკეტირების პროცესის მეთვალყურეობა საოფისე და ადმინისტრაციული მხარდაჭერა: ** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა, მიღება და გაგზავნა; ** საორგანიზაციო დოკუმენტაციასთან მუშაობა, სისტემატიზაცია და მოწესრიგება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office — Word, Excel); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, განსაკუთრებული ყურადღება დეტალებისადმი და მონაცემთა გადამოწმების უნარი; შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ოპერირებს აგრარულ სფეროში, აგრონომიული განათლება/ცოდნა არ მოითხოვება. უპირატესობა მიენიჭება სფეროთი დაინტერესებულ პირებს. ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები მუდამ მზად არიან მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მხარი დაგიჭიროთ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში. განაცხადის მიღების წესი: თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ადმინისტრაციული ასისტენტი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.