TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრაციული მხარდაჭერის მენეჯერი

ადმინისტრაციული მხარდაჭერის მენეჯერი

ბერკეტი დიზაინი Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

კომპანია " ბერკეტი-დიზაინი " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე. შპს "ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან. საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი. ჩვენი კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მაღალ დონეზე ასრულებენ ზემოჩამოთვლილ ყველა მომსახურებას. "ბერკეტი-დიზაინის" მრვალწლიანი, პროფესიონალური გამოცდილება მომხმარებელთა ნდობის საფუძველია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.berketi.ge/ საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (სასურველია ბიზნესის განხრით) ** მსგავს პოზიციაზე, ან სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულების კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო დონეზე; ** Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა; ** Gmail-ის, Google Drive-ის, Facebook-ისა და სხვა საოფისე/მობილური აპლიკაციების ეფექტურად გამოყენების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი; ** გუნდურ გარემოში მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე ოპერატიული და თავაზიანი პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება; ** კომპანიის Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; ** ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების პერიოდული შესყიდვა; ** საოფისე მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა; ** საინფორმაციო და მარკეტინგული ბროშურების მომზადების პროცესში მონაწილეობა, დიზაინერებთან კოორდინაცია და მასალების შეთანხმება; ** ელექტრონული მიმოწერის წარმოება პარტნიორებსა და კლიენტებთან (Gmail); ** მოთხოვნის შესაბამისად კომერციული შეთავაზებების, ფასობრივი წინადადებებისა და ინვოისების მომზადება და გაგზავნა; ** გადახდებისა და გადარიცხვების მონიტორინგი; ** კომპანიის პრეზენტაციების მომზადება და განახლება; ** საოფისე პროგრამებში (Microsoft Word, Excel, Google Docs/Sheets) ყოველდღიური მუშაობა; ** კომპანიის საქმიანობის და პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა; ** ეტაპობრივად გაყიდვების პროცესებში ჩართვა, კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა სამუშაო პირობები: ** გამოსაცელი ვადა - 4 თვე ** ანაზღაურება - გამოსაცდედილი ვადაში - 1200 ლარი , გამოსაცდელი ვადის შემდეგ მზარდი, კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად). ** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ #90 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას ადმინისტრაციულ, მარკეტინგულ და გაყიდვების მიმართულებით; ** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას. შერჩევა: ** განცხადებების გადარჩევა ** გასაუბრება, წერითი დავალება ** გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე [email protected] და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით გისურვებთ წარმატებას!