აღმზრდელი
Job description
საბავშვო ბაღი " ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურსს აღმზრდელის ვაკანსიაზე. აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ** ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება; ** ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; ** ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება. აღმზრდელის პროფესიული მახასიათებლები: ** აღმზრდელი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს. ** აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი. ** აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. ** აღმზრდელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს. ** აღმზრდელი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს. ** აღმზრდელმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები. ** აღმზრდელი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს. ** აღმზრდელმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას. ** აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.). ** აღმზრდელმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს. ** აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტიური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა. ** აღმზრდელმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები. ** აღმზრდელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას. აღმზრდელის ხელფასი განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 1200-დან 1400 ლარამდე საზღვრებში. საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ვაკის პარკთან. დარიალის შესახვევი 9. საკონტაქტო ნომერი: 599 08 14 41. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (cv) გამოაგზავნეთ, ელფოსტაზე: [email protected]