აღმზრდელი
Job description
„მწვანე ალუბალი“ - ადრეული განათლების ცენტრი, აცხადებს აღმზრდელების შერჩევას. ვაცხადებთ ახალი ნაკადის მიღებას - ეს არის შერჩევითი პროცესი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით ადრეული განათლების სფეროში და სურს გახდეს ძლიერი, მოთხოვნადი სპეციალისტი. (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია) რას გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუდმივ ტრენინგებსა და სისტემურ პროფესიულ განვითარებას გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვა და იდეები რეალურად განახორციელო შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სფეროში, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე მიდგომებში (მათ შორის Reggio Emilia) საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (net) სამუშაო გრაფიკი: 8 სთ / კვირაში 5 დღე შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც: აქვთ განათლება ფსიქოლოგიაში (არასავალდებულო) ნამდვილად უყვართ ბავშვებთან ყოფნა და თამაში მზად არიან განვითარებისთვის და აქტიური სწავლისთვის გამოირჩევიან პასუხისმგებლობით და ორგანიზებულობით ხედავენ ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი დამოკიდებულებაა. თუ გრძნობ, რომ ეს ადგილი შენთვისაა - განაცხადის მისაღებად გამოგვიგზავნე CV და მოკლე წერილი შენ შესახებ: [email protected] / მისამართი : ვაკე /საბურთალო, თბილისი. ვებ. გვერდი : alubali.org