აღმზრდელი, მასწავლებლის ასისტენტი
Job description
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი / აღმზრდელი ასისტენტი . სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ვებგვერდი: https://www.facebook.com/oqrokana/?ref=page_internal ელექტრონულ მისამართი [email protected] ჩვენ თქვენ გთავაზობთ: ** მზარდი ხელფასი ** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები) ** სამჯერადი კვება ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში: ** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი. ** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე 10:00 დან 19:00 საათამდე ინფორმაცია ბაღის შესახებ: საბავშვო ბაღი "ოქროყანა" დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. თითო ჯგუფში 8 აღსაზრდელია და ორი აღმზრდელი. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით. 1. აღმზრდელი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა; ** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება; ** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა; ** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვა და შემდგომი იმპლემენტაცია; ** საბავშვო აქტივობებისა და სახალისო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება ** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი. საჭირო თვისებები და უნარი: ** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ემოციური წონასწორობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. 2. მასწავლებლის ასისტენტი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა ** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი. საჭირო თვისებები და უნარი: ** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა, ** ემოციური წონასწორობა, ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!