აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
Job description
აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდი ჩვენს გუნდს საქართველოს მონტესორის ცენტრში! თანამდებობა: აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე/სრულ განაკვეთზე სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მოწოდებულ აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო და აქვს შესაბამისი განათლება, შესაძლოა მოგვმართონ, როგორც სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა ან სტუდენტებმა, ისე გამოცდილმა კადრებმა. როგორც აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ზრდა-განვითარებაში. თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს: ** ბავშვების ყოველდღიური მოვლას და მეთვალყურეობას ** მონტესორის მეთოდით დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობებში დახმარებას ** ბავშვების ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას ** საკვების სერვირება და განაწილება ბავშვებისთვის ** უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნება შენობაში და საკვებ ზონაში ** ზარებზე პასუხის გაცემა და მშობლებთან ურთიერთობა ** სასწავლო მასალის თარგმნა და მცირე საოფისე დავალებების შესრულება მოთხოვნები: ** ბავშვების გულწრფელი სიყვარული ** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი პედაგოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ან მსგავს სფეროში ** მოთმინება, თანაგრძნობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი ** გუნდში მუშაობის უნარი ** ადრეული ბავშვობის განათლების საბაზისო ცოდნა პლუსია ** ქართული ან ინგლისური/რუსული ენების ცოდნა. გახდით ჩვენი მოტივირებული და ინოვაციური გუნდის ნაწილი. განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და რამდენიმე სიტყვა თქვენს შესახებ [email protected] სათაურით "აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი - [თქვენი სახელი]".