აღმზრდელის თანაშემწე
Job description
სკოლა "სადუნი " აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. №15 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ვინ ვართ ჩვენ: სკოლა "სადუნის" მიზანია, შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული და ემოციურად მხარდამჭერი გარემო ბავშვებისთვის. თუ ხარ მოტივირებული, მზრუნველი და ბავშვებზე ცენტრირებული - გელოდებით ჩვენს გუნდში. კვალიფიკაცია: ** ჰქონდეს არანაკლებ პროფესიული განათლება; ** ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში; ** ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება. კომპეტენციები: ** ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტებისა და ** რეგულაციების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა; ** ბავშვთა ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის ** პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** პროექტის შემუშავების და განხორციელების უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** საოფისე პროგრამებისა (Word, Power Point) და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი; ფუნქციები: ** პასუხს აგებს თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ** იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან ** დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს. ** აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, ასევე პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა. ** დილით, სკოლის ფოიეში ხვდება აღსაზრდელებს და საღამოს აცილებს მათ. ** ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურების გათვალისწინებით აღმზრდელთან ერთად წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს. ** სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა განხორციელების პროცესში თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან და/ან სხვა საგანმანათლებლო პერსონალთან. ** აღმზრდელთან ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს დამტკიცებული კურიკულუმის შესაბამისად. ** აღმზრდელთა ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას იყენებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სტრატეგიებს. ** აღმზრდელთა ერთად საგანმანათლებლო გარემოს მოწყობის დროს იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; ** თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე აღმზრდელთა ერთად ქმნის/ადაპტირებას უკეთებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს. ** მონაწილეობას იღებს მულტიდისციპლინური გუნდის (ასეთის არსებობის შესახებ) მუშაობაში. ** აღმზრდელთა ერთად საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ქმნის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას. ** აღმზრდელთა ერთად უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის აქტიურ ჩართვას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ: აღმზრდელთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.). ** აღმზრდელთან შეთანხმებით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს, როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს. ** აღმზრდელთან შეთანხმებით თითოეული ბავშვის ოჯახთან და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს. ** იყენებს თემში არსებულ რესურსებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას. ** ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის აღმზრდელს, პასუხს აგებს სასწავლო ნივთების, ხელსაწყოებსა და ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე; ** უზრუნველყოფს სისუფთავეს თავის ჯგუფში და მონაწილეობას ღებულობს პერსონალთან ერთად შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გენერალურ დასუფთავებაში. ** ეხმარება ბავშვების სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვაში. ** კვების პროცესში აორგანიზებს მაგიდების გაწყობას და ალაგებას. ** აორგანიზებს ჯგუფის ოთახების წმენდასა და წესრიგის შენარჩუნებას. ** დღის განმავლობაში ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე. ** ეხმარება აღმზრდელს რესურსების ორგანიზებაში. ** ეხმარება აღმზრდელს აღსაზრდელთა ეზოში და კურიკულუმით განსაზღვრულ სხვადასხვა ადგილას გაყვანაში. ** წელიწადში ორჯერ დაესწროს ბაღის ადმინისტრაციის მიერ დაორგანიზებულ პროფესიული განვითარების ტრენინგებს. სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]