აღწერების ჯგუფის ხელმძღვანელი
Job description
" ბიბლუსი ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას აღწერების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მაღაზიების აღწერის გრაფიკის შემუშავება; ** აღწერის პროცესის სწორად დაგეგმვა და მაღაზიის მენეჯერთან ერთად ამ პროცესის კონტროლი; ** აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** აღწერის შედეგების ფაილის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება; ** აღწერის პროცესთან დაკავშირებით სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება. ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 1 წელი აუცილებელია აღწერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel); ** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე! დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (აღწერების ჯგუფის ხელმძღვანელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.