აგრონომის დამხმარე
Job description
კომპანია აცხადებს ვაკანსიას აგრონომის დამხმარის პოზიციაზე. თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული და გსურთ პროფესიული განვითარება, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. სამუშაო ადგილი: ბათუმი , აჭარაბეთ არენა ანაზღაურება: 1, 742 ლარი (დარიცხული). ძირითადი მოვალეობები: ** მთავარი აგრონომის დახმარება სტადიონის ბუნებრივი საფარის მოვლა-პატრონობასა და ყოველდღიურ სამუშაოებში; ** გაზონის გაკრეჭა; ** საფეხბურთო მოედნის მონიშვნა; ** გაზონის დამუშავება სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით; ** მორწყვის პროცესში მონაწილეობა; ** მოედნის ხელით გაწმენდა და ყოველდღიური მოვლა; ** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მასალის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა; ** სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი მოქნილია და შესაძლოა შეიცვალოს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ** ჩვეულებრივ, სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 19:00 საათზე. ** შესვენება: 1 საათი. ** კვირაში ერთი დასვენების დღე, რომელიც განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ** საჭიროების შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო კომპენსირდება დამატებითი დასვენების დღეებით ნაკლებად დატვირთულ პერიოდში. ** სამუშაო ფიზიკურად დატვირთულია და ზოგჯერ მოითხოვს მძიმე სამუშაოების შესრულებას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ საკომუნიკაციო დონეზე (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა; ** მონდომება, ინტერესის ქონა და სწავლის სურვილი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესრულება; ** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — ყველა საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარს ადგილზე შეგასწავლით. თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული მოედნის მოვლასა და განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე): [email protected] ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის: 555 49 63 35