AI კონსულტანტი
Job description
კლინიკა " ენმედიცი " აცხადებს ვაკანსიას AI კონსულტანტის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კლინიკაში ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence - AI) დანერგვის პროცესს, შეიმუშავებს AI სტრატეგიას, შეარჩევს შესაბამის AI ინსტრუმენტებს, უზრუნველყოფს მათი დანერგვის პროცესს და გადაამზადებს თანამშრომლებს. პროექტის დასრულების შემდეგ AI სისტემების ყოველდღიურ განვითარებასა და მასშტაბირებას უზრუნველყოფს AI & Digital Transformation Manager. ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკის AI სტრატეგიის შემუშავება; ** არსებული ბიზნეს- და ადმინისტრაციული პროცესების ანალიზი; ** AI-ის გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** AI ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევა; ** AI გადაწყვეტილებების დანერგვის გეგმის მომზადება; ** თანამშრომლების ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ჩატარება; ** AI-ის გამოყენების შიდა სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ** AI & Digital Transformation Manager-ისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროექტების ან ოპერაციების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Microsoft Copilot, Google Gemini, Claude ან სხვა) პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება; ** ცვლილებების მართვის გამოცდილება; ** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პერსონალური უნარები: ** ლიდერული და სტრატეგიული აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** გუნდის მოტივაციისა და განვითარების უნარი; ** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი; ** დროის ეფექტური მართვა; ** დამოუკიდებლად და გუნდთან თანამშრომლობით მუშაობის უნარი; ** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი; ჩვენ გთავაზობთ: ** ინოვაციურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ კლინიკის AI ტრანსფორმაციის პროცესში; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** საინტერესო და მასშტაბურ პროექტზე მუშაობას; განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "AI კონსულტანტი" პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრმა "ენმედიცი" დაამუშაოს მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ შერჩევისა და დასაქმების პროცესში. თუ კანონით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული ან კანდიდატისგან დამატებითი თანხმობა არ იქნება მიღებული, წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით ვაკანსიის დახურვიდან, რის შემდეგაც განადგურდება ან წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანდიდატს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა, დამუშავების შეწყვეტა ან სხვა უფლებების განხორციელება.