TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აკადემიური კონკურსი - კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური

აკადემიური კონკურსი - კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური

Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 09, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 743037_Attachments_8736657.zip შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026 წლის 06 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: საკონკურსო ვაკანსიები: ** ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით); ** კომპიუტერული მეცნიერების ტექნოლოგიები და ასპექტები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** კომპიუტერული ქსელები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** კომპიუტერის არქიტექტურა: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** ოპერაციული სისტემები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** ალბათობა და სტატისტიკა: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან: ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში; ** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს** (ებ)** ის წარმოდგენა; ** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ინგლისურენოვან პროგრამაზე). ასოცირებული პროფესორი - პროფესიული ნიშნით ** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 5 (ხუთი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე). ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ინგლისურენოვან პროგრამაზე). ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით ** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 3 (სამი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე). თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები: ** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი); ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში); ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები; ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ"; ** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს); ** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე). ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში: ** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას. B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE); BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75; Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore. აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრ