ანალიტიკოსი
Job description
" იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ", საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, შეიქმნა 1998 წლის 29 სექტემბერს. ორგანიზაციის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის, აგრეთვე ნორმატიული აქტების თარგმანების გამოქვეყნება მაცნეს ვებგვერდზე https://www.matsne.gov.ge/ . მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას. საკონკურსო პირობები ** საჯარო დაწესებულება: სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ** პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი ** თანამდებობრივი სარგო: 2200 (დარიცხული) ** ადგილების რაოდენობა: 1 ** სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ №2 ** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 09:00-18:00 საათი ორშაბათი-პარასკევი ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება საჯარო მმართველობის/იურიდიული/სოციოლოგიის მიმართულებით; ** ანალიტიკური მიმართულებით/სოციოლოგად/მკვლევრად მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** საბაზო კვლევითი უნარები და კვლევაში ძირითადი თვისებრივი ან/და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენების გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ძალიან კარგად ცოდნა. ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. ფუნქციები ** ნებისმიერი იერარქიის პოლიტიკის დოკუმენტზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ა.შ.) მუშაობა (მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება და სხვ.); ** სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ** საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის ინიციირება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება); ** თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება; ** ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი; ** სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, მათ შორის, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შიდა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება; ** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება; ** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; ** ანალიტიკური მიმართულების დახვეწის მიზნით სხვადასხვა მეთოდოლოგიის შემუშავება; ** ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის გაზომვა და შეფასება შინაარსობრივი თვალსაზრისით და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა; ** თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა; ** თემატური პროექტების მართვა. საკონკურსო თემატიკა "სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანება. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე - [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ "ანალიტიკოსი".