ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
Job description
" გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია " აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის . სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ) სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი). ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო. ვაკანტური ადგილი - 4 სტაჟიორი (2 სტაჟიორი კორპორატიული იურისტის ასისტენტი. 2 სტაჟიორი ადვოკატის თანაშემწე) სტაჟირების ვადა: 6 თვე (სრულად ანაზღაურებადია) სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები დაინიშნებიან უმცროსი იურისტის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადის გარეშე, 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებით) და ექნებათ ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე: Giorgi Zarnadze Law Firm. TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** სასამართლო წარმომადგენლობა ** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან. ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. ** სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრიატის სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება) ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) ** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.