ანაზღაურებადი სტაჟირება სერვისის სამსახურში
Job description
კომპანია თბილი სახლი (Casa Calda) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სერვისის სამსახურში სტაჟირების პერიოდში კანდიდატი გადამზადდება და იმუშავებს ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით : ცენტრალური გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები. სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერების სამონტაჟო სამუშაოები. VRV/VRF - სისტემის სამონტაჟო სამუშაოები. ელექტროობის სამონტაჟო სამუშაოები. მოთხოვნები: განვითარების მაღალი მოტივაცია; უპირატესობად ჩაითვლება HVAC, წყალგაყვანილობის ან/და ელექტრო სისტემების ცოდნა; სასურველია მართვის მოწმობის ქონა ( B კატეგორია ) სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი (სტუდენტის შემთხვევაში განიხილება შეთავსება) ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად ბენეფიტები: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა; კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით; ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა; პარკინგი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სტაჟიორი სერვისის სამსახურში“.