TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ფინანსურ დეპარტამენტში

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ფინანსურ დეპარტამენტში

madart Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 2h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/ თუ ფინანსები და ბუღალტერია შენი ინტერესის სფეროა, აკადემიური ცოდნა ამ მიმართულებებით უკვე მიღებული გაქვს ან ხარ მოქმედი სტუდენტი და თვლი, რომ დროა თეორიულ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილება შემატო, მაშინ "მადარტში" ზაფხულის ცხელი დღეების ყველაზე პროდუქტიულად და ეფექტურად გამოყენების შანსი გეძლევა! კომპანია "მადარტი" გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას ფინანსურ დეპარტამენტში, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ: ** შეისწავლოთ საბუღალტრო პროგრამაში და Microsoft Office-ში მუშაობა; ** შეისწავლოთ სხვადასხვა ტიპის ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** შეისწავლოთ შესყიდვების, წარმოებისა და რეალიზაციის ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; ** შეისწავლოთ სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება; ** იმუშაოთ გამოცდილ მენტორთან და მიიღოთ საჭირო რეკომენდაციები. ჩვენ გთავაზობთ: ** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას; ** რეალური დასაქმების შესაძლებლობას; ** გამოცდილ მენტორებთან მუშაობისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას; ** პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** FitPass-ით სარგებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** პარკირების შეუფერხებლობას. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 145 ** სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი) ** ანაზღაურება: 350₾ ** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე შერჩევის ეტაპები: ** გასაუბრება HR სპეციალისტთან; ** ტესტირება Excel-ში/გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] გისურვებთ წარმატებას!