ანგარიშგებისა და აუდიტის წამყვანი სპეციალისტი
Job description
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის შიდა ინფორმაციული კვლევების განხორციელება; ** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კოორდინაცია; ** სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და სისტემატიზაცია; ** კომპანიის სტანდარტული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება; ** ფინანსური და კომერციული მონაცემების ანალიზი; ** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების მიმართულებების ყოველთვიური ანალიზის პროცესში მონაწილეობა; ** SWOT ანალიზისა და სხვა ანალიტიკური კვლევების მომზადებაში მონაწილეობა; ** საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) პორტალზე კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის წარდგენა; ** ანალიტიკური პრეზენტაციებისა და ვიზუალური მასალების მომზადება; ** სამსახურის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიშების განხილვასა და შეფასებაში მონაწილეობა; ** კომპეტენციის ფარგლებში შემოსული წერილების, განცხადებებისა და კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ** გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორისა და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით; ** Excel-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია Power BI-ის საწყის დონეზე ცოდნა; ** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი; ** მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება; ** სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და საბუღალტრო პრინციპების ცოდნა; ** ფინანსური მოდელირების, ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი; ** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი); დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს - 12.08.2026 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი". წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე [email protected] აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში. შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.