არასამედიცინო ზარალების რეგულირების მენეჯერი
Job description
სადაზღვევო კომპანია " უნისონი " 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** არასამედიცინო ზარალების რეგულირების პროცესის მართვა; ** ზარალის შეტყობინებების მიღება და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება, გადამოწმება და საქმის წარმოება; ** საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე გასვლა და ზარალის შეფასებაში მონაწილეობა; ** პროვაიდერების ინვოისების შედარებითი ანალიზი და ხარჯეფექტური გადაწყვეტილებების მიღება; ** რეგრესული მოთხოვნების მართვა და თანხების ამოღების პროცესის კოორდინაცია; ** თაღლითობისა და გაყალბების შესაძლო შემთხვევების იდენტიფიცირება; ** ზარალების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება და ანგარიშგება; ** თანამშრომლობა პროვაიდერებთან, ექსპერტებთან და შიდა დეპარტამენტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან ტექნიკური მიმართულებით); ** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება დაზღვევის, ზარალების რეგულირების, ავტოსერვისის ან მსგავს სფეროში; ** MS Office-ის კარგი ცოდნა; ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - არასამედიცინო ზარალების რეგულირების მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.