TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / არქიტექტორი

არქიტექტორი

akhali-sakhli Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია "ახალი სახლი" - წარმოადგენს არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2014 წლიდან ქმნის არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია მდებარეობს თბილისში http://www.akhalisakhli.com 12 წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 500-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, მშენებლობის, ინტერიერის დიზაინის, რემონტის მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 50-ზე მეტ სპეციალისტს - იდეიდან საბოლოო შედეგამდე. მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 შაბათი: 10:00 - 17:00 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან) ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 47 ძირითადი მოვალეობები: ** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება. ** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად; ** პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა; ** საზედამხედველო პროცედურების განხორციელება. ** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad) ** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit) პიროვნული თვისებები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კრეატიულობა; ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; წინადადების წარდგენის პირობები: რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები. კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან. თანდართულ ფაილად გიგზავნით კომპანიის ლოგოს წინასწარ გიხდით მადლობას!