არქიტექტორი
Job description
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. ქართულ ბაზარზე არსებული მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ითვლის სხვადასხვა ტიპისა თუ სირთულის პროექტებს , დაგეგმვიდან დასრულებამდე სრული ციკლის მართვის მრავალწლიან გამოცდილებას ეძებს გამოცდილ არქიტეტორს და მთავარ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის პროექტებში — როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო მიმართულებით. პოზიცია მოიცავს პროექტირების სრულ ციკლს: ესკიზური ეტაპიდან საბოლოო ჩაბარებამდე. ძირითადი მოვალეობები: არქიტექტურული პროექტების დამუშავება ყველა ეტაპზე (კონცეფცია → დეტალური დიზაინი → სამუშაო დოკუმენტაცია) ტექნიკური დავალების ანალიზი და ოპტიმალური არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება; მაღალი ხარისხის არქიტექტურული ესკიზების, 3D ვიზუალიზაციებისა და კონცეფციების შექმნა; მშენებლობის პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; დეტალური კვანძების დამუშავება და ოპტიმიზაცია პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სანებართვო მოთხოვნებთან; პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან (მათ შორის 732- ე და 41-ე დადგენილება); პროექტის მიმდინარეობისას ტექნიკური და არქიტექტურული გამოწვევების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება; პროექტის ოპტიმიზაცია — ფუნქციონალური, ეკონომიკური და ესთეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით; პროექტების კოორდინაცია მომიჯნავე დისციპლინებთან (MEP); არქიტექტურული დოკუმენტაციის სტრუქტურირება, კონტროლი და დამკვეთისთვის სრულყოფილად გადაცემა; საპროექტო მოცულობების განსაზღვრა, სპეციფიკაციების შედგენა და ტექნიკური ანალიზი; გუნდის შიდა პროცესების გაუმჯობესება და ხარისხის სტანდარტების დანერგვა; რეგულარული რეპორტინგი და სტრატეგიული კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: Revit-ის ცოდნა საურველია; AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა Archicad-ის მაღალ დონეზე ცოდნა სარენდერო პროგრამების ცოდნა (3ds Max, Lumion, V-Ray ან სხვა) ფოტოშოპის ცოდნა მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის; მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება და მუშა ნახაზების დამუშავება; ძლიერი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები MEP დისციპლინებთან კოორდინაციის გამოცდილება სხვა მოთხოვნები: გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ ენაზე; სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური;რუსული); MC office -ის პროგრამების ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას პროექტირების სრულ ციკლში ჩართულობას გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას ანაზრაურებადი გამოსაცდელ 3 თვიან პერიოდი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]