არქიტექტორი
Job description
GTDF Solutions აცხადებს ვაკანსიაზე არქიტექტორის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილის დამუშავება; ტექნიკური და სამუშაო ნახაზების კორექტირება, დიზაინერთან კომუნიკაციაში; პროექტის შეთანხმება შესაბამის სპეციალისტებთან; სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ობიექტზე ვიზიტები, ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; პროექტში ცვლილებების განხორციელება სამშენებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე; დამკვეთთან და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (აუცილებელია); AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; SketchUp-ის, ArchiCAD-ის ან 3D ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა (აუცილებელია); სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა; Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა. პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება; პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი. კომპანია გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ სამუშაო გარემოს; საინტერესო პროექტებზე მუშაობას; კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო. განაცხადში მიუთითეთ პოზიციის დასახელება –„არქიტექტორი“ დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]