TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / არქიტექტორი

არქიტექტორი

ჯიაიჯი ჰოლდინგი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 22, 2026

Job description

„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანი ა „ტიფლის სითი (ჯიაიჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი: ინოვაციური, ფუნქციური, მდგრადი და უსაფრთხო არქიტექტურული პროექტების შემუშავება და მათი მართვა საწყისი კონცეფციიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. ფუნქცია-მოვალეობები: არქიტექტურული კონცეფციების, ესკიზების, გეგმარებებისა და მოცულობითი მოდელების შემუშავება დასახული მიზნების შესაბამისად; სრული არქიტექტურული სამუშაო პროექტის, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და დეტალური კვანძების მომზადება; პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ სამშენებლო კოდექსებთან, ზონირების წესებთან, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან; საპროექტო სამუშაოების შესრულება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში (ArchiCAD, AutoCAD) კომპანიაში დანერგილი სტანდარტების დაცვით; აქტიური თანამშრომლობა კონსტრუქტორებთან, საინჟინრო ჯგუფებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და პროექტის მენეჯერებთან სისტემების ინტეგრაციის მიზნით; მშენებლობის პროცესის მონიტორინგი და ობიექტზე ვიზიტები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამუშაოების ზუსტი შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან; სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა, სპეციფიკაციების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, ვენდორებთან კომუნიკაცია ალტერნატივების მოძიება; პროექტის პრეზენტაცია როგორც უშუალო ხელმძღვანელთან ასევე დამკვეთებთან, მათი უკუკავშირის დამუშავება და საჭირო კორექტივების შეტანა; საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში ჩართულობა; საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევების იდენტიფიცირება, შესაბამისი აქტების წარმოება და მშენებლობის პროცესში წამოჭრილი არქიტექტურული ხასიათის პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა; შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუდმივი კოორდინირება უშუალო ხელმძღვანელთან და პერიოდული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება არქიტექურის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი; 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე; საკუთარი არქიტექტურული პორტფოლიო, რომელიც ასახავს პროექტის განვითარების ყველა ფაზას. ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: არქიტექტურული პროექტირების საფუძვლების, შენობა-ნაგებობების და პროექტების სტადიების, ერგონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების ცოდნა; სამშენებლო კონსტრუქციების, მასალების თვისებებისა და ფიზიკური მახასიათებლების ცოდნა; რთული ორგანზომილებიანი ნახაზების სამგანზომილებიან სივრცეში ვიზუალიზაციისა და მასშტაბების აღქმის უნარი; ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა; რთული ტექნიკური და არქიტექტურული იდეების მარტივ, გასაგებ ენაზე გადმოცემისა და არგუმენტირების უნარი; პროექტის ვადებისა და რესურსების სწორად გაწერის შესაძლებლობა; ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, პროფესიული ტერმინოლოგია. კომპიუტერული პროგრამები: ArchiCAD - მაღალ დონეზე ცოდნა; Photoshop; AutoCAD; Corona Renderer; Illustrator; MS Office. პიროვნული მახასიათებლები: კრეატიული და ინოვაციური; დეტალებზე ორიეტირებული; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ძლიერი ანალიტიკური უნარები; დეტალებზე ორიენტირებულობა; მაღალი თვითორგანიზებულობა; პასუხისმგებლბის მაღალი გრძნობა; კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი. სამუშაო პირობები და ბენეფიტები: სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება; მდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი #34/ალ. ყაზბეგის გამზირი #2ა; ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პრემიუმ ფიტნეს დარბაზის ულიმიტო აბონიმენტი და მობილურის ლიმიტი. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე. კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გისურვებთ წარმატებას! განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-Hfupyj განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 22.07.2026