TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უცხო ენების სპეციალისტი

უცხო ენების სპეციალისტი

Lingwing.com თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 18, 2026

Job description

გერმანული, ესპანური, იტალიური ან ფრანგული ენის სპეციალისტი. Lingwing.com არის ენის შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა, რომელსაც ასიათასობით მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ [ უცხო ენისგერმანული / ესპანური / იტალიური / ფრანგული] სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება სასწავლო მასალებისა და ტესტების შექმნაში. პასუხისმგებლობები: სასწავლო კონტენტის შექმნა და რედაქტირება; ენობრივი სავარჯიშოებისა და ტესტების მომზადება; სასწავლო მასალების ხარისხის კონტროლი; ახალი სასწავლო იდეებისა და მეთოდების შემუშავება; კონკურენტული გარემოსა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების კვლევა; კომპანიის საგანმანათლებლო და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა. ძირითადი მოთხოვნები: [გერმანული / ესპანური / იტალიური / ფრანგული] ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე; უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი; ენის გრამატიკისა და ლექსიკის საფუძვლიანი ცოდნა; წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. სასურველია: შესაბამის ენოვან ქვეყანაში ცხოვრების, სწავლის ან მუშაობის გამოცდილება; სწავლების ან სასწავლო მასალების შექმნის გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს; საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობის გამოცდილებას; ოფისი: თბილისი, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.