არქიტექტორი - სასტუმრო ინტერიერის დიზაინი
Job description
"ალიანს ჯგუფი " წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" უმასპინძლა საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებულ ისეთ სასტუმრო ბრენდებს, როგორებიცაა: ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott). თუ გსურს, შემოუერთდე "ალიანს ჯგუფის" გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას არქიტექტორის (სასტუმრო ინტერიერის დიზაინი) პოზიციაზე, თბილისში. პოზიციის შესახებ: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელსაც აქვს მინიმუმ 7-8 წლიანი პროფესიული გამოცდილება სასტუმრო ინტერიერის დიზაინისა და სტუმარმასპინძლობის პროექტების მიმართულებით. ამ პოზიციაზე თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა იქნება სასტუმრო პროექტების არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროცესის სრულყოფილად მართვა - კონცეფციის ეტაპიდან სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე. თქვენ იმუშავებთ მრავალპროფილურ გუნდთან, ჩაერთვებით პროექტების კოორდინაციაში, უზრუნველყოფთ დიზაინის ხარისხის, ტექნიკური სიზუსტისა და საერთაშორისო სასტუმრო სტანდარტების დაცვას. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმრო ინტერიერისა და არქიტექტურული პროექტების კონცეფციის, სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება, შემოწმება და კოორდინაცია; ** პროექტის არქიტექტურული და ინტერიერის დოკუმენტაციის სრულყოფილად მართვა; ** ინტერიერის დიზაინის პროექტების განვითარება კონცეფციის ეტაპიდან სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე; ** MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური), კონსტრუქციულ და სხვა საპროექტო გუნდებთან აქტიური კოორდინაცია; ** სამშენებლო და დიზაინის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების ანალიზი და ეფექტური გადაწყვეტა; ** გამოყენებული მასალების, მოპირკეთების ელემენტების, ავეჯისა და დეკორის შერჩევასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ** საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების დიზაინის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვა; ** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი და დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა სამშენებლო ეტაპზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** სასტუმრო ინტერიერის დიზაინისა და Fit-Out პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 7-8 წლიანი გამოცდილება; ** არქიტექტურული და ინტერიერის სამუშაო ნახაზების მომზადებისა და კოორდინაციის პრაქტიკული გამოცდილება; ** MEP, კონსტრუქციულ და სხვა საპროექტო მიმართულებებთან მუშაობის გამოცდილება; ** მასალების, მოპირკეთების, ავეჯისა და სასტუმრო დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; ** AutoCAD, Revit, SketchUp-ისა და სხვა პროფესიული საპროექტო პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** ძლიერი კომუნიკაციის, კოორდინაციის, დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებისა და სტუმართმასპინძლობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: ** აპლიკაციების გადარჩევა; ** გასაუბრება. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - არქიტექტორი (სასტუმრო ინტერიერის დიზაინი). სამუშაოს ლოკაცია: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N49ბ - პროექტი "ალიანს ჰაილაინი" გისურვებთ წარმატებას! მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით: ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება` შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."