TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ასისტენტი

ასისტენტი

Robocode Academy Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

"Robocode Academy" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ასისტენტი საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში - ნახევარი განაკვეთი. "Robocode Academy" — რობოტექნიკისა და პროგრამირების საერთაშორისო სკოლაა, რომელიც 10-ზე მეტ ქვეყანაში 105-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 9 000-ზე მეტ სტუდენტს აძლევს ცოდნას. საქართველოში ჩვენ ბავშვებსა და მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიებს პრაქტიკული, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ვაცნობთ. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ასისტენტებს საბურთალოსა და გლდანის ფილიალებისთვის. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ხართ ორგანიზებული ახალგაზრდა და გსურთ გახდეთ ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს ნაწილი, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: ** მასწავლებლის დახმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში ** მოსწავლეების მხარდაჭერა გაკვეთილის მიმდინარეობისას ** გაკვეთილზე წესრიგისა და დისციპლინის შენარჩუნებაში ხელშეწყობა ** შესვენებების დროს ბავშვებზე ყურადღების მიქცევა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ** სასწავლო ინვენტარისა და ტექნიკის მოვლასა და გაფრთხილებაზე ზრუნვა ** სასწავლო გარემოს მოწესრიგებულად და კომფორტულად შენარჩუნება რას ველოდებით თქვენგან: ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას ** ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარს ** ყურადღებიანობას, ორგანიზებულობასა და დისციპლინირებულობას ** გუნდური მუშაობის უნარს ** ენერგიულობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა ** სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 ** ლოკაცია: Robocode Academy-ის საბურთალოს ან გლდანის ფილიალი განაცხადის მიღება: კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] ; [email protected] .