TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ასისტენტი ოფთალმოლოგიურ კაბინეტში

ასისტენტი ოფთალმოლოგიურ კაბინეტში

კურაციო Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

სს " კურაციო " აცხადებს 3 ვაკანსიას ოფთალმოლოგიური კაბინეტის ასისტენტის პოზიციაზე. მოვალეობები: ** ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; ** ექიმის დავალებით, მონაწილეობა ანამნეზის შეკრებასა და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი ან რეზიდენტი. ვაკანსია I სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის №31 ** კვირაში 17 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები: ** ორშაბათი - 09:00 საათიდან 16:00 საათამდე; ** ოთხშაბათი - 09:00 საათიდან 16:00 საათამდე; ** პარასკევი - 16:30 საათიდან 19:30 საათამდე. ხელფასი: 360 ლარი ვაკანსია II სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის №31 ** კვირაში 9 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები: ** ორშაბათი - 17:00 საათიდან 20:00 საათამდე; ** ხუთშაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ხელფასი: 200 ლარი ვაკანსია III სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის №31 ** კვირაში 12 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები: ** ოთხშაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე; ** პარასკევი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ხელფასი: 250 ლარი დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფთალმოლოგიური კაბინეტის ასისტენტი" და ვაკანსიის ნომერი. გაცნობებთ, რომ სს "კურაციო" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "კურაციოს", და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება. აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს "კურაციოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს "კურაციოს" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე.