TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აუდიტორი ფინანსების მიმართულებით

აუდიტორი ფინანსების მიმართულებით

Bank of Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 27, 2026 18h ago

Job description

სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: აუდიტორული პროცედურების განხორციელება და დოკუმენტირება, შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკის შესაბამისად; შესამოწმებელი პროცესების კვლევა, მათ შორის, შიდა პროცედურების ანალიზი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება; პროცესების შესწავლა ინტერვიუებისა და „walkthrough“ მეთოდოლოგიის გამოყენებით; პროცესთან დაკავშირებული რისკებისა და კონტროლის მექანიზმების საოპერაციო ეფექტიანობის ტესტირება; აუდიტისას გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, ფორმულირება და დოკუმენტირება; შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; რისკის ძირითადი ინდიკატორების (KRI) შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება:უმაღლესი, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი აუდიტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; სამუშაო გამოცდილება:ფინანსური აუდიტის სფეროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება ან საფინანსო სფეროს აუდიტის მინიმუმ 3 პროექტში მონაწილეობა. აუცილებელი ცოდნა და უნარები: შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ISA-ს (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები) ცოდნა; პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტიანად გადანაწილების უნარი; სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი, 2026.