AV სისტემების დიზაინერი/პროექტების ინჟინერი
Job description
" THE DESIGN MALL by AWARD Recreation " აცხადებს ვაკანსიას AV სისტემების დიზაინერის / პროექტების ინჟინრის პოზიციაზე. თუ გაქვთ პროფესიონალური აუდიო, ვიდეო, განათებისა და აკუსტიკური სისტემების პროექტირების გამოცდილება და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური AV Technology Center-ის განვითარებაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში. სამუშაო ადგილი - თბილისი სამუშაო გრაფიკი ** ორშაბათი-პარასკევი ** 10:00-19:00 დასაქმების ფორმა - სრული განაკვეთი ანაზღაურება - 4000 ლარი (NET) ძირითადი მოვალეობები: ** პროფესიონალური AV სისტემების პროექტირება და ტექნიკური დიზაინის მომზადება; ** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების შემუშავება; ** AutoCAD-ში სამუშაო პროექტების მომზადება; ** საერთაშორისო სტანდარტებისა და მწარმოებლების მოთხოვნების გათვალისწინებით პროექტების განხორციელება; ** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** პროექტში ჩართული გუნდებისა და პარტნიორების კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** AV სისტემების პროექტირების სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე; ** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიონალური აუდიო, ვიდეო, განათებისა და ქსელური AV ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა. სასურველი გამოცდილება უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება შემდეგი ტიპის პროექტებზე მუშაობის მიმართულებით: ** სასტუმროები; ** საკონფერენციო სივრცეები; ** თეატრები; ** სპორტული კომპლექსები და სტადიონები; ** რესტორნები; ** სავაჭრო ცენტრები; ** საოფისე სივრცეები; ** პრემიუმ საცხოვრებელი პროექტები. ჩვენ გთავაზობთ: ** საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტში მუშაობის შესაძლებლობას; ** საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მაღალკვალიფიციურ გუნდთან მუშაობას. განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ: ** CV; ** სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო (შესრულებული პროექტები და/ან რეალიზებული პროექტების ფოტოები). ელ. ფოსტა: [email protected] . ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: AV სისტემების დიზაინერი / პროექტების ინჟინერი. სათაურის მითითების გარეშე მიღებული განაცხადები შესაძლოა ვერ იქნას განხილული.