ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე
Job description
კომპანია "ფუტურიუმი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობი-მემონტაჟეს პოზიციაზე. "ფუტურიუმი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს კომპანიაში დასაქმებული კადრები. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე. დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge , აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture , www.instagram.com/futurium.furniture ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დასამზადებელი მასალების მიღება, შენახვა და დახარისხება შეკვეთების მიხედვით ** აღრიცხვის ფურცლის შევსება ** ავეჯის დამზადება, დეტალების დამუშავება/აწყობა ** ავეჯის მონტაჟი, ტექნიკის ჩაშენება და სხვა თანმდევი სამუშაოების წარმოება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ავეჯის ხელოსნად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** სავალდებულოა ემდეეფის და ლამინატის მასალებზე მუშაობის გამოცდილება ** აუცილებელია ზოგადად ავეჯის აწყობის სპეციფიკების ცოდნა ** სასურველია (არა აუცილებელი) ავეჯის კონსტრუირების პროგრამის ცოდნა. ** ნახაზების გარჩევა და ათვისება ** აუცილებელია ავტომანქანის მართვის მოწმობის ფლობა პიროვნული მახასიათებლები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდურად მუშაობის უნარი ** ენერგიული ** შრომისმოყვარე კომპანია თავის მხრივ სთავაზობს საუკეთესო სამუშაო პირობებს ** გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას. ** საქმის ადგილზე შესწავლას, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას ** კარიერულ ზრდას და პროფესიულ განვითარებას დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელფოსტაზე: [email protected] e. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "ავეჯის ხელოსანი". გისურვებთ წარმატებას!