ავეჯის დიზაინერი
Job description
თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. " DRstudio " აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან შეხვედრა და მისი საჭიროებების დეტალური შესწავლა. ** კონსტრუქტორის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე ინდივიდუალური ავეჯის დიზაინის შექმნა. ** 3D ვიზუალიზაციებისა (რენდერების) და პრეზენტაციების მომზადება. ** მასალების, ფერებისა და ფურნიტურის შერჩევა. ** პროექტის წარდგენა მომხმარებლისთვის და შეთანხმება. ** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროექტში ცვლილებების განხორციელება. ** კონსტრუქტორთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის ტექნიკური შემოწმებისა და საბოლოო დამუშავების პროცესში. მოთხოვნები: ** ავეჯის დიზაინერად მუშაობის გამოცდილება. ** 3D max-ის სრულყოფილი ცოდნა. ** Corona Renderer-ის ან V-Ray-ის ცოდნა. ** თანამედროვე ავეჯის დიზაინისა და ინტერიერის პრინციპების ცოდნა. ** ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა. ** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი. ** პასუხისმგებლობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით) ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას. ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი გთხოვთ CV-ის თან დაურთოთ პორტფოლიო. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]