ავტომობილების გაქირავების მენეჯერი
Job description
" Sixt " არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: https://www.sixt.com/ "Sixt" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს ავტომობილების გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე. ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი ) ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას ** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად) ** სასურველია უმაღლესი განათლება ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები ** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტომობილის მომზადება გასაქირავებლად ** მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა ** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების შედგენა, გაფორმება ** მომხმარებლებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან ჩაბარება ** დამატებითი სერვისების გაყიდვა ** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე [email protected] და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - ავტომობილების გაქირავების მენეჯერი".