B2B გაყიდვების მენეჯერი
Job description
ჩვენ ვართ " M-Charge " — დინამიკურად განვითარებადი ფაუერბანკების გაქირავების სერვისი. ჩვენი მიზანია ქალაქის მაცხოვრებლები მუდმივად დარჩნენ კავშირზე. ჩვენი დასამუხტი სადგურები განთავსებულია თბილისის და ბათუმის ყველაზე პოპულარულ ლოკაციებზე: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, სილამაზის სალონებში, ფიტნეს-დარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში. ამჟამად ვაფართოებთ გუნდს და ვეძებთ აქტიურ, მიზანდასახულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მზად არის ჩვენს ქსელში ახალი პარტნიორები ჩართოს! რისი კეთება მოგიწევს: ** უშუალო გაყიდვები (B2B): მოძიება და ახალი პარტნიორების მოზიდვა ფაუერბანკების სადგურის მონტაჟისთვის. ** მოლაპარაკებები და შეხვედრების წარმართვა ბიზნესის მესაკუთრეებთან, მმართველებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ** პროდუქტის წარდგენა: ჩვენი სერვისის მნიშვნელობის გადმოცემის უნარი (მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა, სტუმრის ადგილზე გატარებული გაზრდილი დრო, დამატებითი ტრაფიკი) ** სრული ციკლის კონტროლი: პირველი კონტაქტიდან მოწყობილობის ადგილზე მონტაჟამდე. ** აღრიცხვის წარმოება CRM-სისტემაში. რას ველით კანდიდატისგან: ** გაყიდვების გამოცდილება B2B-სფეროში, HoReCa-ში ჩაითვლება უპირატესობად. ** კომუნიკაბელურობა, მიზანსწრაფულობა, ენერგიულობა და შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირება, უარებთან მუშაობის მზაობა. ** თვითორგანიზება: სამუშაო დღის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი (ზარები/შეხვედრები) რას გთავაზობთ ჩვენ: ** მოტივაციის გამჭვირვალე სისტემა: სტაბილური ანაზღაურება + მაღალი ბონუსი თითოეული დამონტაჟებული სადგურისთვის (რაც ხშირად აღემატება ფიქსირებულ ნაწილს). შენი შემოსავალი არ არის შეზღუდული ზედა ჭერით ** სწავლა: ჩვენ დეტალურად შეგასწავლით პროდუქტს, გაგიზიარებთ ჩვენს მეთოდიკასა და მიდგომებს. თუ გინდა ჩვენი შერინგ-სერვისის განვითარების მონაწილე გახდე, გამოეხმაურე ამ ვაკანსიას, გამოგზავნე შენი CV მოკლე აღწერით ელფოსტაზე [email protected]