B2B გაყიდვების მენეჯერი
Job description
" WeCharge " არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა). ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს , რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა პარტნიორი ობიექტების ქსელის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად. ** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი. ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ** ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან. ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე. ** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების, ან მსგავს სფეროში სასურველია). ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. ** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა. ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით ** ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები) ** ფიქსირებული ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) ** ბონუსი: 1900-2400 ლარი , დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში. "WeCharge" თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "B2B გაყიდვების მენეჯერი". შენიშვნა: "WeCharge" მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.