TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / B2B გაყიდვების მენეჯერი

B2B გაყიდვების მენეჯერი

baristo Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

კომპანია " ბარისტო " ყავის და ვენდინგ აპარატების ერთერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში. მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს. ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ანაზღაურება: 1800 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 სთ-მდე სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის 52 ფუნქცია მოვალეობები: კომპანიის გაყიდვების სტიმულირება: ** B2B კლიენტებთან დაკავშირება სხვა და სხვა არხების მეშვეობით ** მზადყოფნა ყოველდღიური გასვლითი შეხვედრებისა (საჭიროების შემთხვევაში); ** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და ობიექტების აქტიური მოძიების უნარი ** კლიენტების პორტფელის შექმნა, პორტფელში შემავალ კლიენტებთან მუდმივი და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. სიახლეების, დაგეგმილი აქციების გაცნობა-შეთავაზება ** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება ** გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის მიზნით სხვა და სხვა აქტივობების ინიცირება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების MS WORD, EXCELL, PPT სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** პრობლემის შეფასების და გადაჭრის უნარი ** ენერგიული/აქტიური/კრეატიული ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმებიდან 2 თვის შემდგომ) ** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: [email protected] ; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: [email protected]