B2B საწყობის ოპერატორი
Job description
ვინ ვართ ჩვენ? " კონტაქტ ჰოუმი " არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს. უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთერთი მთავარი რგოლი, შენი მთავარი ამოცანაა მარაგების პროგრამული სიზუსტის უზრუნველყოფა და პროცესების გამართული მუშაობა. რას გააკეთებ კონკრეტულად? ** მარაგების პროგრამული აღრიცხვა: ნებისმიერი ოპერაციის (მიღება, გაცემა, გადაადგილება) ასახვა სპეციალურ პროგრამაში (მაგ. ERP, WMS ან 1C). პროგრამული და ფიზიკური ნაშთების მუდმივი კონტროლი. ** პროდუქციის მიღება და კონტროლი: მომწოდებლებისგან მოსული ტვირთის დახვედრა, მისი ვიზუალური და რაოდენობრივი შემოწმება (დეფექტების ან დანაკლისის აღმოჩენა) და პროგრამაში დროულად გატარება. ** B2B შეკვეთების კომპლექტაცია (Picking/Packing): პარტნიორი კომპანიების მიერ გამოგზავნილი ინვოისებისა და მოთხოვნების მიხედვით ტვირთის ზუსტი აწყობა, შეფუთვა და გამზადება ტრანსპორტირებისთვის. ** ინვენტარიზაცია: მარაგების პერიოდული (გეგმიური ან არაგეგმიური) გადათვლა, ცდომილებების მიზეზების ძიება და მათი აღმოფხვრა. ** დოკუმენტაციის მართვა: სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და შიდა გადაადგილების საბუთების სრული წესრიგი. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასაწყობე პროგრამების ცოდნა); ** გეხერხება პროგრამული მუშაობა და გიყვარს სიზუსტე; ** ფლობ რომელიმე უცხო ენას სასაუბრო დონეზე; ** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული. რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას: ** საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა 2 დღე დასვენება; (ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის); ** ფინანსური მოტივაცია: 1600 ; ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის; ** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off; ** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში. მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "B2B საწყობის ოპერატორი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 აგვისტო, 2026 გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.