TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Backend / Back-end დეველოპერი

Back-end დეველოპერი

tnet Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

შემოუერთდი "TNET" -ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Livo & MyHome-ის Back-end Developer -ის პოზიციაზე! სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00 http://www.tnet.ge შენი როლი თინეთში: ** Back-end დეველოპმენტის სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკებისა და არქიტექტურული პრინციპების შექმნა და დაცვა; ** PHP-ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით; ** ეფექტური და გამოყენებადი PHP სერვისების აწყობა; ** სხვა დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან მუშაობა ახალი და არსებული ტექნიკური გამოწვევების გადასაჭრელად; ** დეველოპმენტ პროექტების მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დამოუკიდებლად; ** ინტეგრაციების განხორციელება ბექ ენდ სისტემებზე; ** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ინსტრუმენტები და დოკუმენტაციების უზრუნველყოფა სპეციფიკურ პროექტებზე; ** პროექტების ვადებში შესრულება და შესაბამისი რეპორტინგი; ** Back-end ტექნოლოგიებისა და ტენდენციების მუდმივი სწავლა და გუნდში ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობების ძიება; ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს: ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Back-End დეველოპმენტში; ** PHP-ის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ** Laravel Framework-ში მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა; ** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL, PostgreSQL) მუშაობის გამოცდილება; ** არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან, განსაკუთრებით ElasticSearch-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** უსაფრთხოების ალგორითმების გაგება და პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია); ** API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება; ** PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება (Laravel, symfony, codeigniter etc.); ** ვერსიის კონტროლის სისტემის (GIT) გამოყენების გამოცდილება; ** Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე. თინეთში დაგხვდება: ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ: გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ. ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected] ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.