TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბანაკის ელექტრიკოსი

ბანაკის ელექტრიკოსი

m|group Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Jul 20, 2026

Job description

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული პროექტის, გარდაბნის ობიექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ბანაკის ელექტრიკოსის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი ; ** გრაფიკი: ერთი კვირა მუშაობა, ერთი კვირა დასვენება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება; ** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სამუშაო აღწერილობა: ** უშუალო ხელმძღვანელისგან იღებს ინფორმაციას ობიექტზე ელექტროსადენებთან/ელექტრო მოწყობილობებთან დაკავშირებული დაზიანების/ავარიის შესახებ და დეტალურად ეცნობა დაზიანების ხარისხს; ** სათანადო ნებართვის საფუძველზე, თავად შეაკეთებს ადგილობრივი სახის დაზიანებას; კომპლექსური დაზიანებების შემთხვევაში, ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს; ** აწარმოებს ელექტრომოწყობილობების/ელექტროსადენების, სახანძრო სისტემის გეგმიურ შემოწმებას სათანადო ხელსაწყოების/დანადგარების მეშვეობით; ** სპეციალურ ფორმაში აღნიშნავს შემოწმებული ელექტრო მოწყობილობების/ელექტროსადენების მუშაობის მდგომარეობას და უზრუნველყოფს დაზიანებული უბნების შეკეთებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** საჭიროებისამებრ, სტანდარტების დაცვით, ამოწმებს ელექტროენერგიის გამომუშავებელი გენერატორების ძირითად მაჩვენებლებს (წნევა, ზეთის რაოდენობა, წყლის ტემპერატურა და სხვა) და აღრიცხავს სათანადო ფორმაში; ** საჭიროებისამებრ, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გენერატორებში ამატებს საწვავს; ** საჭიროებისამებრ, მონიტორინგს უწევს წყლის მომწოდებელი სისტემის გამართულად მუშაობას და სტანდარტების შესაბამისად აღრიცხავს მრიცხველებზე ასახულ ინფორმაციას; ** საჭიროების შემთხვევაში წყლის მომწოდებელ სისტემაში ცვლის პარამეტრებს, ამატებს ან ამცირებს წყლის გამწმენდი ქიმიკატების რაოდენობას, სტანდარტებით გათვალისწინებული წყლის მისაღებად; ** ობიექტზე განგაშის სისტემის ჩართვის შემთხვევაში, დეტალურად იკვლევს განგაშის გამომწვევ მიზეზებს, მათი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2026 წლის 20 ივლისამდე. გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს : " ბანაკის ელექტრიკოსი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!