ბანაკის მექანიკოსი
Job description
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული პროექტის, გარდაბნის ობიექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ბანაკის მექანიკოსის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი ; ** გრაფიკი: ერთი კვირა მუშაობა, ერთი კვირა დასვენება; ** ანაზღაურება: 1500 ლარი . ** ტრანსპორტირება რუსთავიდან უზრუნველყოფილია და ასევე შედის კვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება; ** მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო აღწერილობა: ** უშუალო ხელმძღვანელისგან იღებს ინფორმაციას ობიექტზე არსებული ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების დაზიანების ან გაუმართაობის შესახებ და დეტალურად ეცნობა პრობლემის ხარისხს; ** სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი სახის ტექნიკური დაზიანებების შეკეთებას; კომპლექსური დაზიანებების შემთხვევაში ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს; უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული მექანიკური მოწყობილობებისა და სისტემების გეგმიურ შემოწმებას; ** საჭიროებისამებრ ახორციელებს დანადგარების, ტუმბოების, გენერატორებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამართულად მუშაობის მონიტორინგს; ** ამოწმებს მოწყობილობების ძირითად ტექნიკურ მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს შესაბამის სამუშაოებს; ** უზრუნველყოფს დაზიანებული დეტალების იდენტიფიცირებას, შეკეთებას ან შეცვლის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** იცავს უსაფრთხოების წესებსა და კომპანიის მიერ დადგენილ სტანდარტებს; საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ობიექტზე არსებული ტექნიკური პრობლემების დროულად აღმოფხვრაში. თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2026 წლის 20 ივლისამდე . გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს: "ბანაკის მექანიკოსი". მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!