TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბარისტა

ბარისტა

terminal Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/ "ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში. მისამართი: აბაშიძის ქ. N 34 სამუშაო საათები: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (კვირაში 5 დღე) ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება; ** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა; ** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა; ** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა; ** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა; ** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის: ** მომხმარებლებზე ორიენტირებული; ** მეგობრული; ** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე; ** შეუძლია გუნდური მუშაობა. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარისტა) რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.