TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბარისტა

ბარისტა

meama Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Aug 30, 2026

Job description

" მეამა ქოლექთი " თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვანი სასმელებისა და საკვების ასორტიმენტთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია. მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავასა და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს, როგორც ყველასთვის ცნობილ სასმელებს, ასევე უნიკალური რეცეპტებით დამზადებულ პროდუქტებს. თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! ვაკანტური ლოკაციები, თბილისის მასშტაბით: მეამა ქოლექთ ლისი და სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია; მეამა ქოლექთ ლაგუნა (ლაგუნა — მხოლოდ ღამის ცვლა). ჩვენ გთავაზობთ: ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს — კვირაში 5 დღე, დღეში 7-საათიანი სამუშაო ცვლა; ** ბენეფიტებს: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** ფასდაკლებას მეამა ქოლექთის ასორტიმენტზე, ასევე მეამას პროდუქციაზე; ** საათობრივ ანაზღაურებას და დამატებით მზარდ ბონუსს. ანაზღაურება: ** თვეში 20-22 დღე — 1000-დან 1100 ლარამდე და დამატებით ბონუსი; ** ღამის ცვლის შემთხვევაში (23:00-08:00), თვეში 10-11 დღე (სამ დღეში ერთხელ) — 800-დან 880 ლარამდე და დამატებით ბონუსი. კვალიფიკაცია და უნარები: ** აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+); ** უპირატესობად ჩაითვლება მომსახურების ან კვების ობიექტის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-თვიანი გამოცდილება; ** სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** პუნქტუალურობა და დისციპლინა; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი ტრეინინგების პროცესში სრულად შეგასწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და მეამას უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს, რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 აგვისტო . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნეს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნეს 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!