ბარისტა-კონსულტანტი
Job description
" Qooqy Bakery " აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე! თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიანი მომსახურება და გსურს გახდე მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! "Qooqy Bakery" ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულ სტუმარს უგემრიელესი პროდუქტი და სასიამოვნო გამოცდილება შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ ბარისტა-კონსულტანტს. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-16:00 ან 16:00-23:00 (კვირაში 40 საათი); ** ანაზღაურება: 1000 ₾ + ბონუსი; ** სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №7. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის პროფესიონალური და მეგობრული მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** ყავის, ფრეშებისა და სხვა სასმელების მომზადება; ** სალაროსთან მუშაობა; ** პროდუქციის დახლებზე განლაგება და ნაშთების მონიტორინგი; ** მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლებისთვის; ** Wolt-ის შეკვეთების მომზადება; ** ყოველდღიური საოპერაციო და დამხმარე სამუშაოების შესრულება. რას გთავაზობთ? ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** სასიამოვნო გუნდთან მუშაობას და ყოველდღიურად პოზიტიურ ატმოსფეროს. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected]