TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბარისტა/სენდვიჩის ამწყობი

ბარისტა/სენდვიჩის ამწყობი

brunch-by-gastronome Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს. კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან. "Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა/სენდვიჩების ამწყობის პოზიციაზე. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, ფიქსირებული ხელფასი. ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით). ** სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი). ** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი. ** ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე. ** კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით. ** აღიარება: კვარტალური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი. ძირითადი მოვალეობები: ** ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა ** მომხმარებლების კონსულტაცია ** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება ** ფრეშების სხვადასხვა სახეობის მომზადება ** სენდვიჩების მომზადება ** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა ** ონლაინ მიღებული შეკვეთების მომზადება (Wolt) ** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი ** ყავის და ფრეშის აპარატების მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ** გამართული მეტყველება ფილიალების ადგილმდებარეობა: ** აბაშიძის ქუჩა 65/67, ვაკე; ** ჭავჭავაძის გამზირი 37ლ, ვაკე; ** ქავთარაძის ქუჩა 1 (სითი მოლი) საბურთალო; ** რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი) მთაწმინდა; ** ბელიაშვილის ქუჩა 27ა, დიღომი; ** ც. დადიანის ქუჩა 23, წყნეთი გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.