ბარმენი
Job description
ბარმენი შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ვეძებთ ბარმენს , რომელსაც უყვარს თავისი პროფესია, შეუძლია ხარისხიანი სასმელების მომზადება და აფასებს სტუმრისთვის მაღალი დონის მომსახურების შექმნას. ძირითადი მოვალეობები: ** სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** ბარის მენიუს ცოდნა; ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბარმენად მუშაობის გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; ** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვენ გთავაზობთ: ** ტრენინგსა და მხარდაჭერას; ** უფასო კვებას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ხელფასის დროულ ანაზღაურებას; ** სამუშაო გრაფიკს: 2/2, 4/3 ან 5/2; ** ანაზღაურება — 8 ₾ /საათი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]