TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი

აბლი ბაბლი თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა. ვის ვეძებთ? ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს; პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი; ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. უპირატესობად ჩაითვლება: ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება; საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა; სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა; სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება; სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა. სამუშაო პირობები სამუშაო საათები: 10:00 – 22:00 ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკით დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი) სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება. ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს. ლოკაცია - თბილისი მოლი. თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]