ბავშვთა გასართობი სივრცის თანამშრომელი
Job description
" კისილენდი " არის თანამედროვე საბავშვო გასართობი და სათამაშო სივრცე გორში , რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა უსაფრთხო, სუფთა და მხიარულ გარემოში ითამაშონ და აღნიშნონ დაბადების დღეები, ხოლო მშობლებმა სასიამოვნოდ გაატარონ დრო. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და ხართ პასუხისმგებლობიანი და ენერგიული შემოუერთდით კისილენდის მეგობრულ გუნდს! ბავშვთა გასართობი სივრცის თანამშრომელი ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების აღრიცხვა, ანგარიშსწორება; ** ბავშვებისა და სივრცის უსაფრთხოების კონტროლი; ** სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ბავშვების სიყვარული და მათთან კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და პუნქტუალურობა; ** გუნდში მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა; ** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი; ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** კომპანიაში განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრული გუნდს; ** სტაბილურ სამუშაო ადგილს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; სამუშაო ადგილი: გორი, გორი მოლი სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (10:00-16:00; 16:00-22:00). სამუშაო დღეებია კვირაში 6 დღე ანაზღაურება: 900 ლარი დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - [email protected] დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 591092099