ბაზის ოპერატორი
Job description
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ავტოსერვისით მომსახურებას, ასევე, სპეც.ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.smotors.ge პოზიციის დასახელება: ბაზის ოპერატორი . მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული. "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული პროდუქციის პროგრამა FINA -ში ატვირთვა, დახარისხება, შესაბამის ჯგუფებში ფორმირება. ** საცალო გაყიდვების ანალიზის წარმოება მაღაზიების მიხედვით. (თვის ჭრილში) ** პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიღება / დამუშავება / სწრაფად აღმოფხვრა შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად; ** პროგრამაში არსებული ნაშთებიდან ე. წ პროდუქციის, დასურათებული კატალოგების ფორმირება მომხმარებლების ან/ ბრენდის მიხედვით. ** ვირტუალურ საწყობებს შორის ნაშთების გადატანა ** ზედნადებების სიზუსტის კონტროლი RS.ge -ზე ატვირთვა ** რეალიზაციის გატარება პროგრამა FINA-ში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე) ** ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი; ** Excel მაღალ დონეზე ცოდნა. ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურებას. ** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!