ბექ-ოფისის მოლარე- თბილისი / საღამოს ცვლა
Job description
სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში. სამუშაო გრაფიკი : 19:00-02:00 საათამდე Ეს Პოზიცია Შენთვისაა, Თუ გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. Აღნიშნულ Პოზიციაზე Დასაქმების Შემთხვევაში, Შენ წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება: სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით. თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 აგვისტო, 2026.