ბიზნეს ანალიტიკოსი
Job description
"საქართველოს უნივერსიტეტი " გთავაზობთ გახდეთ ბიზნეს ანალიტიკოსი UG-ში. ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, სასწავლო და სტუდენტური სერვისების პროცესების შესწავლა და აღწერა; ** არსებული პროცესების ანალიზი და არაეფექტიანი, გაუწერელი ან მოძველებული პროცესების გამოვლენა; ** პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება; ** პროცესებში ჩართული სტრუქტურული ერთეულების, პასუხისმგებლობების, ვადებისა და სამუშაო ნაბიჯების განსაზღვრა; ** ბიზნეს მოთხოვნების ჩამოყალიბება ციფრული სერვისებისა და სისტემური გაუმჯობესებებისთვის; ** სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრების ორგანიზება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება; ** პროცესების დოკუმენტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ** ციფრული ტრანსფორმაციის და სერვისების განვითარების პროექტებში მონაწილეობა. კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა რელევანტურ მიმართულებაში; ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს ანალიზის, პროცესების მართვის, პროექტების კოორდინაციის ან ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით; ** ინგლისური ენა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პროცესების აღწერისა და დოკუმენტირების უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი; ** კომუნიკაციისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** MS Office-ის კარგი ცოდნა; ** პროცესების აღწერის ინსტრუმენტების ცოდნა, მაგალითად Visio, Draw.io ან სხვა მსგავსი პროგრამა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: ბიზნეს ანალიტიკოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!