ბიზნეს განვითარების მენეჯერი
Job description
" ი-სპეისი | E-Space " აცხადებს ვაკანსიას: ბიზნეს განვითარების მენეჯერი კომპანიის შესახებ შპს "ი-სპეისი" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა. დამატებითი ინფორმაცია: https://e-space.ge/ ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც გააძლიერებს ი-სპეის-ის კომერციულ განვითარებას და პარტნიორთა ბაზის გაფართოებას. ძირითადი პირობები: ** განაცხადის ვადა: 30 ივლისი — 30 აგვისტო, 2026 ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00-18:00, კვირაში 5 დღე (შ-კ დასვენება) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. #16 ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ** ანაზღაურება 1800 ₾ (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური B2B კლიენტების პროაქტიული მოძიება და კომუნიკაცია ი-სპეის-ის გადაწყვეტილებების შეთავაზების მიზნით (სასტუმროები, ბანკები, საცალო ვაჭრობა, აგს-ები და სხვ.). ** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, ურთიერთობების განვითარება და დამატებითი სერვისების შეთავაზება. ** ოფისში მოსული ბიზნეს კლიენტების კონსულტაცია და გაყიდვების პროცესის წარმართვა პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე. ** პოტენციურ კლიენტებთან ფიზიკური ან ონლაინ შეხვედრების ჩატარება. ** მარტივი კომერციული შეთავაზებების მომზადება — ფასები, პაკეტები, ერთგვერდიანი სარეზიუმე. ** კონტრაქტების გაგზავნა, მიღება და მართვა მენეჯმენტთან კოორდინაციით. ** CRM სისტემის წარმოება — ლიდების, ფოლო-აპების და გარიგებების სტატუსების განახლებული აღრიცხვა. ** აქტიურ გარიგებებზე ვადების კონტროლი და პროცესის წარმართვა. ** ონლაინ ტენდერ პლატფორმებისა და შესყიდვების პორტალების მონიტორინგი; რელევანტური შესაძლებლობების გამოვლენა. ** დარგობრივ ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობა. ** ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა — ახალი ქალაქები, სექტორები, პარტნიორთა კატეგორიები. ** განხორციელებული გაყიდვების ასახვა შესაბამის პროგრამაში და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება — გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია B2B კომპეტენცია და უნარები: ** მოლაპარაკებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე ** MS Office (Word, Excel) — კარგი დონე ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა ** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV): [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.