TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ბიზნეს პროცესების აუდიტორი

ბიზნეს პროცესების აუდიტორი

არქი თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების აუდიტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი. პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე). მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება. გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი. პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი; არსებული პროცესებისა და პროცედურების ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის As-is და To-be მოდელის გამოყენებით); სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი; არსებული პროცესების დოკუმენტების პერიოდული აუდიტი და განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება; ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი; CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით : https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.