ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერი
Job description
ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ გაყიდვების მენეჯერს, არამედ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ორი განსხვავებული ქართული ბრენდის ზრდაში, ახალი პარტნიორების მოძიებასა და გაყიდვების ქსელის განვითარებაში. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შედეგზე მუშაობა — შესაძლოა, სწორედ თქვენ გეძებთ. თქვენი მთავარი მისია ** ახალი B2B პარტნიორების მოძიება (მაღაზიები, სასტუმროები, მუზეუმები, კონცეპტ-სტორები, გალერეები, კორპორატიული კლიენტები); ** შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა; ** პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება; ** გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება და ახალი ბაზრების მოძიება საქართველოში და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ. ვის ვეძებთ ** კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს; ** ადამიანს, რომელსაც არ ეშინია ცივი ზარების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების; ** პასუხისმგებლობიან, დამოუკიდებლად მოქმედ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს; ** სასურველია B2B გაყიდვების ან ბიზნეს განვითარების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ ** საინტერესო და კრეატიულ გარემოს; ** შესაძლებლობას იმუშაოთ სამ განსხვავებულ ქართულ ბრენდთან; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** შედეგზე დაფუძნებულ ბონუსების სისტემას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. როგორ განაცხადოთ: გამოგვიგზავნეთ: ** თქვენი CV; ** რამდენიმე წინადადებით მოგვწერეთ, რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ახალი პარტნიორების მოძიებას და გაყიდვების განვითარებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადი პორთფოლიო და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] საკონტაქტო ტელ: 551 705 300; 595011770. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო